დღეს ავსტრალიაში, "მელბურნ პარკში" ჩოგბურთელთა სეზონის ერთ-ერთი უმთავრესი შეჯიბრება, "მასტერსის" სერიის პირველი ტურნირი – აუსტრალიან ოპენ იწყება, რომელიც ისტორიაში რიგით 47-ეა.
ტურნირის საპრიზო ფონდი 40 მილიონი დოლარია, ვაჟთა და ქალთა ერთეულთა თანრიგში გამარჯვებულები კი ერთნაირ თანხას – 3.1 მილიონ დოლარს მიიღებენ. ტურნირში პლანეტის ყველა უძლიერესი ჩოგბურთელი ითამაშებს.