ასე გამოეხმაურა სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე, კახი კახიშვილი, იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტს.
"თუ ეს სიმართლეა, ერთადერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობა დაეკისრება ხელისუფლებას იმ შემთხვევაში, თუ ის პირები, რომლებმაც ჩაიდინეს ეს დანაშაული მართლმსაჯულებას გადაურჩებიან. როდესაც წლების განმავლობაში ვსაუბრობდით სამართლიანობის აღდგენაზე, ერთხელ და სამუდამოდ ამ საკითხს წერტილი უნდა დაესვას. ასეთ ტრაგედიებს საქართველოში ადგილი აღარ უნდა ჰქონდეს. სიმართლე გითხრათ, ამდენი წლის კაცი ვარ, დიდი გამოცდილება მაქვს პროკურატურაში და სასჯელაღსრულების სისტემაში ინფორმაციებთან დაკავშირებით. მე დამბურძგლა ამ ფაქტმა. იმედს ვიტოვებ, რომ უმოკლეს ვადაში ეს დანაშაული იქნება გახსნილი და დამნაშავეები კანონის ჩარჩოში, მაგრამ ძალიან მკაცრად დაისჯებიან იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ადამიანებს ჰქონდეთ გარანტია, რომ სიმართლისთვის არ კვდებიან ამ ქვეყანაში", – აღნიშნა კახიშვილმა.