24 პედაგოგი და 100-მდე მოსწავლე თვითიზოლაციაშია. დღეს გამოვლენილი შემთხვევებიდან კორონავირუსის ინფექცია ერთ-ერთი სკოლის პედაგოგს დაუდასტურდა კოვიდ 19-ის ინფექცია. ის წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ პატრიკეთის სკოლაში მუშაობს.
სკოაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია, მოსწავლეები და მასწავლებლები კი თვითიზოლაციაში არიან.
ის დღეს იმერეთში გამოვლენილი შემთხვევებიდან ერთ-ერთია. ინფორმაციას ადასტურებს წყალტუბოს რესურსცენტრის ხელმძღვანელი მამუკა ჩხეტიანი. ჩხეტიანის ინფორმაციით, პედაგოგმა ვირუსზე პირველადი ტესტი გუშინ ჩაიტარა, რამაც დადებითი პასუხი აჩვენა. მეორე ტესტის პასუხს ელოდებიან.
ამ დროისთვის სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია და 100-მდე მოსწავლე და 24 პედაგოგი თვითიზოლაციაში იმყოფება. მიმდინარეობს წყაროს და კონტაქტების დაზუსტება.
წყარო: “ეტალონი”