საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში 887 ინფიცირების ახალი შემთხვევა დარეგისტრირდა, 246 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 124-ს შეადგენს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 15 327 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 7 613-ს შეადგენს.