დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, არჩილ მჟავია “გურია ნიუსთან“ სატელეფონო საუბრის დროს ამბობს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში გურიაში კორონავირუსის 12 შემთხვევა დაფიქსირდა. ყველაზე მეტი შემთხვევა ისევ ოზურგეთის მუნიციპალიტეტშია – 6, 3-3 შემთხვევა კი არის ლანჩხუთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში.
არჩილ მჟავიას თქმით, დაბა ლაითურში, რომელიც ამჟამად გადაადგილება შეზღუდულია, სიტუაცია დასტაბილურდა.
“დღეს 1 შემთხვევა დაფიქსირდა დაბა ლაითურში. სიტუაცია დასტაბილურდა და აუცილებლად ამ დღეებში დაისმება საკითხი, რომ დაბაში ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდეს ცხოვრება “, – გვითხრა არჩილ მჟავიამ.