დღეს გარდაცვლილი იური ვაზაგაშვილის ცხედარი შემთხვევის ადგილიდან ექსპერტიზის ჩასატარებლად თბილისში, გადაასვენეს.
არსებული ინფორმაციით, ცხედარს ექსპერტიზა თბილისში, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ჩაუტარდება.
უცნობია, დაესწრებიან თუ არა ცხედრის ექსპერტიზას დამოუკიდებელი ექსპერტები და ადვოკატი. ჯერჯერობით ოჯახის წევრები ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.
აფეთქების ადგილზე ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობას აგრძელებენ.