მომღერალ ნიკო ბერიძეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემების შესახებ ყალბ ინფომაციას უვრცელებენ.
ბერიძის ავადმყოფობასთან დაკავშირებულ განცხადებებს სოცილაურ ქსელებში რამდენიმე დღეა ავრცელებენ, სადაც აღნიშნულია, რომ მას გადაუდებელი სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება, რისთვისაც გარკვეული თანხაა საჭირო.
თუმცა, როგორც „გურია ნიუსთან“ სატელეფონო საუბარში ბერიძემ განაცხადა, ეს ბოროტი ხუმრობაა.
"არ ვიცი ვისი იდეა იყო, რომ ამგვარად ეხუმრა, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემები არ მაქვს",- აღნიშნა ბერიძემ.