სტამბულის ერთ-ერთ რაიონში მყოფი ქართველი მეძავი თურქული მედიისა და სამართალდამცველების ყურადღების ცენტრში მოექცა.
როგორც გაირკვა, დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში, მან სამას ადამიანს ცე-ჰეპატიტის ვირუსი გადადო.
მეძავი, რომლის ასაკს და ვინაობას მედიასაშუალებები ჯერჯერობით არ ახმაურებენ, სტამბულის ქირშეჰირის რაიონში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა, სადაც მეძავეობას ეწეოდა და კლიენტებსაც იქვე ღებულობდა.
ინტერნეტპორტალ www.haberaktuel.com-ის ინფომაციით, ქალბატონის დასაკავებლად სამართალდამცველებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს და დაკავების შემდეგ ქალბატონს სამედიცინო შემოწმებაც ჩაუტარეს.
300-მდე ადამიანმა კი, რომელთაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ცე-ჰეპატიტის ვირუსი დაუდგინდათ, ამ გამოცემის ცნობით, აღიარეს რომ დაკავებულთან სექსუალური კავშირი ჰქონდათ.
დაკავებულ ქალბატონს უახლოეს დღეებში საქართველოში დეპორტი ელოდება.