"გურია ნიუსის" ინფორმაციით, 2015 წლის გაზაფხულზე საქართველოს ხელისუფლებაში დიდი საკადრო ცვლილებები არის მოსალოდნელი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სკამს "საქართველოს რკინიგზის" სამეთვალყურეო საბჭოს გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე დაიკავებს.
"ეს ადრეც ითქვა და ნამდვილად არ შეესაბამება ეს ინფორმაცია სინამდვილეს, არასერიოზულია". – თქვა ჩვენთან სატელეფონო საუბრის დროს „საქართველოს რკინიგზის " პრესსამსახურის უფროსმა, დაჩი ცაგურიამ.
მამუკა ბახტაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის შვილის, უტა ივანიშვილის მეგობარია.
მამუკა ბახტაძე დაიბადა 1982 წელს თბილიში, დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტები; ფლობს მ.ვლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს. 2010 წელს INSEAD-ის ბიზნეს- სკოლაში მიენიჭა MBA-ს კვალიფიკაცია. 2013 წლამდე მუშაობდა საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციაში გენერალური დირექტორის თანამდებობაზე.
















































.jpg_6262.jpg)














![Young couple sitting on a sofa, drinking, talking. Click here for more "people at home" images:
[url=my_lightbox_contents.php?lightboxID=1507925][img]http://www.nitorphoto.com/istocklightbox/peopleathome.jpg[/img][/url]](https://gurianews.com/wp-content/uploads/2026/02/kalimamakaci-360x180.jpg)




