საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მზად არის, იური ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურორის კითხვებს უპასუხოს.
განცხადება დღეს საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა კლუბ "ჯაზუში" ჟურნალისტებთან გააკეთა.
"საჭიროების შემთხვევაში მე მზად ვარ, ვითანამშრომლო გამოძიებასთან," _ განაცხადა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი იური ვაზაგაშვილს მკვლელლობამდე რამდენიმე დღით ადრე ესაუბრა, რაც ბიძინა ივანიშვილმა დღეს დაადასტურა.
"მან მე მითხრა, რომ მისი შვილის საქმეებში ახალი მოწმეები იყვნენ და ისინი უკრაინაში იმყოფებიან. ძალიან ვინერვიულე, ისეთი დეტალები მითხრა და აქეთ მამშვიდებდა. რამდენიმე დღეში კიდევ უნდა შევხვედროდი", _ განაცხადა დღეს ივანიშვილმა და დასძინა "ჩვენ გვქონდა გეგმა, რომ სანამ არ დასრულდებოდა გამოძიება, მის გვერდში მაქსიმალურად დავმდგარიყავი, რომ გაქარწყლებულიყო ეჭვი იმის შესახებ, რომ დამნაშევეები არ დაისჯებოდნენ. მისგან ვიცი, რომ დასკვნით ფაზაში შედიოდა გამოძიება, გახარებული იყო უკრაინიდან ახალი მოწმეების გამოჩენით, რომლებიც ადასტურებენ გამოძიების ეჭვებს და პრაქტიკულად ვიზეც ეჭვი ჰქონდა პროკურატურას, ყველანი ხვდებოდნენ პასუხისმგებლობის ქვეშ. მან გვარებიც ბევრი დაასახელა".