"გურია ნიუსის" ინფორმაციას, რომლის თანახმადაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ლევან ალაფიშვილის კანდიდატურა განიხილება და ამ საკითხზე იურისტმა უკვე გაიარა კონსულტაციები პრეზიდენტთან, ალაფიშვილი ეხმაურება:
_ მე ასეთი განხილვების მონაწილე არ ვყოფილვარ. სხვები რას განიხილავენ ამაზე კი ვერაფერს გეტყვით, _ აღნიშნა "გურია ნიუსთან" საუბრისას ალაფიშვილმა.
ამავე თემაზე: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ლევან ალაფიშვილის კანდიდატურა განიხილება