მეტეოროლოგები გურიაში უახლოესი სამი დღის განმავლობაში ძლიერ ქარს პროგნოზირებენ და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.
ამ წუთებში ძლიერი ქარი ქრის ჩოხატაურში. მუნიციპალიტეტის გამგეობაში "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობენ, რომ სტიქიას ამ დრომდე ჩოხატაურისთვის ზარალი არ მიუყენებია.