ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურში, რამდენიმე წუთის წინ, სახლი დაიწვა.
თამაზ ჩხიკვიშვილის სახლში გაჩენილი ხანძარი მეზობლებმა შეამჩნიეს და ოჯახის წევრებს შეატყობიმეს.
როგორც თვითმხილველებმა გვითხრეს, სახლში ოჯახის ყველა წევრი იყო.
ხანძრის შედეგად არავინ დაზარალებულა, თუმცა სახლი მთლიანად დაიწვა.
ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზად ელექტროგაყვანილობა სახელდება.