დღეს გურიის გუბერნიის ადმინისტრაციული შენობასთან, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ სურებში მცხოვრებლებლების მხარდამჭერებმა მშვიდობიანი აქცია გამართეს.
"ეს აქცია გაგრძელდება მანამდე, სანამდე არ მოხდება სოფელ სურებში გზის პრობლემების საკითხის გადაჭრა. 18 კილომეტრის გზა არის ავარიულ მდგომარეობაში და ამ გზის გავლას მანქანით დაახლოებით 2 საათზე მეტი ჭირდება. ადამიანი უცებ ცუდად, რომ გახდეს სასწრაფო დახმარების მანქანას დიდი ხანია უნდა დანიშნულების ადგილზე მივიდეს." _ გვითხრეს აქციის მონაწილეებმა.
აქციაზე არასამთავრობო ორგანიზაციის "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ოზურგეთის ოფისის ხელმძღვაბელი, თამაზ ტრაპაიძე, პოლიტიკური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
თამაზ ტრაიძის თქმით, 2012 წელს ისინი იმყოფებოდნენ სოფელ სურებში.
"ჩვენ ვსწავლობდით მათ პრობლემებს. მოსახლეობის 90%-ზე მეტმა მთავარ პრობლემა სწორედ გზის ავარიული მდგომარება დაასახელა. მეორე პრობლემა იყო ექიმი და ეს ვიცი, რომ მოგვარდა. რაც შეეხება გზის პრობლემას, ფინანსურად მისი გადაჭრა დიდ თანხებს მოითხოვდა და ადგილობრივ მთავრობას ეს თანხები არ გააჩნდათ. ვიცი, რომ მოსახლებამ მიმართა საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს, მაგრამ დღემდე შედეგი არ არის. ჩემს მიერ არსებული ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გზის მოხრეშვაზე ფიქრობს. როგორც მოსახლება ამბობს, ეს მოხრეშვა ბოლომდე ვერ გადაჭრის პრობლემას და გზის სრულ რეაბილიტაციას ითხოვენ". – გვითხრა თამაზ ტრაპაიძემ.