ამის შესახებ რობაქიძემ "იმედის კვირის" ეთერში განაცხადა.
"იური ვაზაგაშვილი მოკლეს იმის გამო, რომ ქვეყანაში მომხდარიყო არეულობა. გაგიკვირდებათ და მე ერთ-ერთმა თანამდებობის პირმა, სახელს და გვარს არ ვიტყვი, მითხრა, რომ ჩვენ ვიცით, ვიღაც უნდა მომკვდარიყო და ისიც დამიდასტურა, ძალიან მალე მოხდება კიდევ მეორე ტერაქტი, რადგან ეს ერთი ტერაქტი არ ეყოფა.
სიტუაცია მომწიფდა ისე, რომ მომხდარიყო არეულობა "ოცნების" წინააღმდეგ და ეს მთავრობა წასულიყო. ჩვენ შეგვეძლო ამ სამი-ოთხი დღის განმავლობაში საქართველოში ცუნამის ტიპის მიტინგები მოგვეწყო, მაგრამ ვაჩერებთ ყველა პოლიტიკოსს და მიტინგის უფლებას არ ვაძლევთ არავის, იმიტომ, რომ მე ვიცით ეს რატომ მოხდა, "ნაციონალებს" უნდოდათ ეს. არეულობა არ მოხდება", – აღნიშნა სოსო რობაქიძემ.