რუსეთის საფონდო ბირჟამ 26 იანვარს ვაჭრობა 4%-იანი დაცემით დაიწყო _ ამის მიზეზი კი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესაძლო გამკაცრებაა, რაც მარიუპოლის დაბომბვის გამო შეიძლება გახორციელდეს.
რუსულ ბაზარზე უარყოფით ზემოქმედებას ახდენს ნავთობზე ფასის დაცემაც _ ამ დილით Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა ბარელზე 48,04 დოლარი შეადგინა.
გარდა ამისა, ევროკავშირში სერიოზულად განიხილავენ რუსეთის გარიცხვას საერთაშორისო საბანკო სისტემის ინფორმაციათა გადაცემის (SWIFT) სისტემიდან.
ამასობაში აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ის ღრმად არის შეშფოთებული უკრაინაში მიმდინარე მოვლენებით და გააძლიერებს დაწოლას რუსეთზე.