საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თინა ხიდაშელი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში პოლიტიკურ თანამდებობაზე აირჩიეს. ამის შესახებ ხიდაშელმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა:
_ დღეს მეც საინტერესო დილა მქონდა. პოლიტიკური კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ამირჩიეს. თავმჯდომარე არ გვყავს ამ სესიაზე და ამიტომ, დამატებით, იანვრის სესიაზე კომიტეტის პრეზიდენტის მოვალეობას ვასრულებ.
შეგიძლიათ მომილოცოთ. მგონი კარგი ამბავია ასამბლეის მთავარი კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება, _ წერს ხიდაშელი.