საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს იტალიის ქალაქ ბარში, რომლებსაც სხვადასხვა მაღაზიების ძარცვა და ქურდობა ედებოდათ ბრალი. თუმცა, სასამართლომ მათ ან მცირე სასჯელი მიუსაჯა, ან საერთოდ გაათავისუფლა.
ამ გადაწყვეტილებამ იტალიის ქალაქ ბარის მერის აღშფოთება გამოიწვია, რომელმაც განაცხადა, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა დამნაშავეებს დაკავების ნაცვლად მეორე დღეს ქუჩაში ხედავენ და ისინიც კვლავ დანაშაულს სჩადიან.
ხუთივე დაკავებული თამბაქოს მაღაზიის ძარცვისას დააკავეს. მათგან სამი ადრე უკვე იყო ნასამართლევი მსგავსი დანაშაულისათვის.