სახალხო დამცველის განცხადებას, ირაკლი ფირცხალავა გამოხმაურა.
"მაგაზე ერთი წლის უკან მე თვითნ მაქვს შეტანილი განცხადება შსს-ში. მერე მითხრეს, რომ გადააგზავნეს სასჯელაღსრულების სამინისტროში. ეს ყველაფერი სისულელეა. ერთადერთი რასაც ვაღიარებ ეს არის კენედის მკვლელობა", – განაცხადა ირაკლი ფირცხავლამ.
შეგახსენებთ, რომ სახლხო დამცველის ინფორმაციით, ერთ-ერთი მსჯავრდებული აცხადებს, რომ ირაკლი ფირცხალავა მას დაემუქრა ნარკოტიკული დანაშაულით პაუსხისმგებაში მიცემით, ხოლო თავისუფლების სანაცვლოდ გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი უნდა მოეკლა.