ეკა ყუშიტაშვილის თქმით, ის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსს დავით ცინარიძეს არ იცნობს და პატრულის თანამშრომელს დავით ცინარიძის გვარი მხოლოდ დაშინების მიზნით უხსენა. ამის შესახებ ყუშიტაშვილმა "ლიბერალთან" საუბრისას განაცხადა:
_ არანაირ დავით ცინარიძეს არ ვურეკავ. ჩემს მეგობარს ვურეკავდი. სამ თვეში 5500 ლარი გადავიხადე ჯარიმა და დავით ცინარიძეს რომ ვიცნობდე, ამდენ ჯარიმას არ გადავიხდიდი. გავეღადავე პატრულს. როცა ჭამენ ამნაირი იდიოტი პატრულები, უნდა აჭამო. დავით ცინარიძეს ასი წელი არ დავურეკავ და შეურაცხყოფას არ მივაყენებ, მით უფრო, რომ არც ვიცნობ, _ განუცხადა ლიბერალის ეკა ყუშიტაშვილმა.
ეკა ყუშიტაშვილი პატრულის თანამშრომლის შეურაცხყოფას გაღიზიანებით ხსნის და ამბობს, რომ რამდენიმე თვის წინ მას პატრულის ერთი თანამშრომელი გადაეკიდა, რომელიც ხშირად აჩერებდა და საბუთების ნაცვლად ტელეფონის პირად ნომერს სთხოვდა.
"ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მაწუხებდა პატრულის ერთი თანამშრომელი. 24 საათის განმავლობაში დამინახავდა თუ არა, ქუჩაში მაჩერებდა და ტელეფონის ნომერს მთხოვდა ყოველთვის საბუთების მაგივრად. შემდეგ ერთ დღეს, ზაფხულში მოვდიოდი პეკინზე და ვსაუბრობდი ტელეფონზე. დამინახა პატრულის თანამშრომელმა, რომელიც გვერდზე მომყვებოდა პატრულის მანქანით, მაგრამ არ გამაჩერა და არ გამოუწერია ჯარიმა. არადა ჩვეულებრივად შეეძლო ეთქვა, რომ 707 გადააყენე, დაგიწერ ჯარიმას. არ გამაჩერა, წამოვედი ჩემს გზაზე. ვაჟაზე მოვდიოდი და ვისკის სახლთან მეძახის საერთოდ სხვა პატრული – 707 გააჩერე. ამოვიღე საბუთები მივეცი, ვკითხე რა დავარღვიე-თქო. მომეშალა ძააან ნერვები. ავდექი და ვაგინე. ყელში ამომივიდა, ყოველდღე მაჩერებ ,უკვე ამის ატანა შეუძლებელია.“ – ამბობს ეკა ყუშიტაშვილი.
ეკა ყუშიტაშვილის თქმით, ვიდეოების გავრცელების შემდეგ მას სამართალდამცავი უწყებები არ დაჰკავშირებიან.
"აღნიშნული მოხდა 9 თვის წინ და თუ ვინმეს ჩემი დაკავება უნდა, დავეკავებინე მაშინ“ _ განაცხადა ეკა ყუშიტაშვილმა გამოცემასთან საუბრისას.
იხილეთ ვიდეო: "დაჟე, მე ჯანყარაშვილსაც ვუთხარი…" _ როგორ აყენებენ პატრულს შეურაცხყოფას