საქალაქო სასამართლომ თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსის, ლევან ხაბეიშვილის სარჩელი დააკმაყოფილა და მისი თანამდებობაზე დაუყონებლივ აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო.
არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიატორის“დამფუძნებელმა ლევან ხაბეიშვილმა, მერიაში თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე წერილი უკვე შეიტანა.
ლევან ხაბეიშვილი დაკავებული პოსტიდან თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გაათავისუფლეს. მის ნაცვლად თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსად ვიცე-პრემიერ კახა კალაძის ცოლის ძმა, გიორგი არეშიძე დაინიშნა.