ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
"2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალურად დაუცველ ოჯახებზე კომუნალური სუბსიდიის სახით ჯამში 9 მილიონნახევარი ლარი გაიცა. ჩვენ, როგორც ვპირდებოდით გაორმაგებას ჩვენს ამომრჩევლებს, 2015 წლის ბიუჯეტიდან ამ მიზნით ზუსტად გაორმაგებული თანხა 19 მილიონი ლარი დაიხარჯება. შესაბამისად, ის განცხადებები, რაც ამ თვალსაზრისით კეთდება, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. ამიტომ მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, რომ ჩვენი დაპირებები ჩვენი მხრიდან იქნება შესრულებული", – განაცხადა დავით ნარმანიამ.