ფოტოები გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის, გიორგი მდინარაძის ფეისბუქის გვერდიდანაა აღებული.
როგორც ჩანს, გურიის პირველ პოლიციელს ფოტოების გადაღება ძალიან უყვარს.
ირაკლი ფირცხალავა, ზვიად ზვიადაური, გოგა ხაინდრავა, ირაკლი ღარიბაშვილი _ ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ფოტოობიექტივის წინ, მდინარაძესთან ერთად პოზირებენ.
აღსანიშნავია, რომ ფოტოების უმრავლესობა არასამუშაო გარემოშია გადაღებული.
შეგახსენებთ, რომ გიორგის მდინარაძე "გამომძიებელი რეპორტიორის“ მიერ მომზადებულ ფილმში "პარალელური რეპორტაჟი კორტებიდან _ კრიმინალები თუ შვილები“ გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი გიორგი მდინარაძე ჩანს.
კადრებში, რომელიც სპეცოპერაციის ადგილზეა გადაღებული, კარგად ჩანს ირაკლი ქადაგიძესთან ერთად მდგარი გიორგი მდინარაძე (ვიდეო იხილეთ 16.49 წუთიდან).
ფილმის დასასრულს გურიის მთავარი, მოქმედი პოლიციელი მდინარაძე ახალ ამპლუაში გვევლინება _ იგი სპეცოპერაციას გადარჩენილი ბუბა ფუთურიძის პალატას იცავს (ვიდეო იხილეთ 31.17 წუთიდან).
აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი8 ამ დრომდე არ გაუკეთებია გიორგი მდინარაძეს.
მიუხედავად მრავალგზის მცდელობისა, მდინარაძემ, რომელიც პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის კადრად ითვლება, ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. ზარზე არც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში გვიპასუხეს.