"გურია ნიუსის" მიერ გამოქვეყნებულ სტატიას "ე.წ. კორტების სპეცოპერაციაში გურიის მთავარი, მოქმედი პოლიციელიც მონაწილეობდა" გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი, გიორგი მდინარაძე დღეს გამოეხმაურა:
_ მე ვიყავი შემთხვევის ადგილზე და არა სპეცოპერაციის ადგილზე, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას მდინარაძემ, რომლის თქმით, სპეცოპერაციისა და შემთხვევის ადგილს შორის განსხვავებაა (?!):
_ რათქმაუნდა განსხვავებაა. სპეცოპერაციის ადგილზე კი არა, შემთხვევის ადგილზე ვიყავი, როგორც რიგითი პოლიციელი, _ გვითხრა მდინარაძემ.
მისივე ინფორმაციით, კორტებთან განხორციელებული სპეცოპერაციის შემდეგ, შემთხვევის ადგილზე ქალაქის ყველა პოლიციელი იყო მისული.
მდინარაძის თქმით, აღნიშნულ საქმეზე ის არავის დაუკითხვას:
_ მე სპეცოპერაციაში არ მიმიღია მონაწილეობა. არსებობს გენერალური ინსპექცია და თუ რაიმე დანაშაულია ის გამოიძიებს, კითხვებსაც დასვამს, _ დაგვიზუსტა მდინარაძემ.