საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამ წუთებში ბრიფინგს მართავს.
პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებით საუბრობს. როგორც მან აღნიშნა, პოლიტიკური პარტიები ერთ კრიტერიუმზე შეთანხმდდნენ, რაც დემოკრატიულად პროცესის წარმართვისთვის აუცილებელია.
"სასამართლოზე იგება ჯანმრთელი დემოკრატიული სისტემა. ამიტომ მნიშვნელოვანია ეს პროცესიც დემოკრატიულად წარიმართოს", _ განაცხადა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, კანდიდატურებზე მსჯელობა 9 თებერვლამდე იქნება შესაძლებელი და მასში ყველა კომპეტენტურ პირს ექნება მონაწილეობის მირების საშუალება.
"შემდეგ ეტაპზე გადავდივართ, პროფესიულ წრეებს საზოგადოებას ვთხოვთ 9 თებერვლამდე წარმოადგინონ მოსაზრებები კანდიდატურებთან დაკავშირებით. შემდეგ ამ კანდიდატურების სიას გაცხრილავს კომპეტენტური კომისია, ჩამოყალიბდება და ისევ საზოგადოებას აცნობებს", _ განაცხადა მარგველაშვილმა და დასძინა, რომ ეს "ღია გამჭვირვალე და უპრეცენდენტო პროცესი მნიშვნელოვანია".