„ვერ აცნობიერებენ, რომ ჩემს სიტყვას მეტი ძალა აქვს, რადგან გადაჭარბებული ნდობა მაქვს. რომც არ ვთქვა, მაინც ანგარიშს უწევენ, რამეთუ იციან ჩემი პოზიცია“, _ ამის შესახებ „იმედის“ ეთერში ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
„თუ გაიხსენებთ ალასანიას ინტერვიუს, ჰკითხეს – 3 მინისტრი იყო თქვენი პარტიიდან, რამეს გაიხსენებთ, რამე გავლენას ახდენდა? მან ვერაფერი თქვა და აღნიშნა – მე მეჩვენება, რომ ის მაინც მართავს.
ასე ეჩვენებათ, მე მაქვს მეტი ძალა, მარგველაშვილმა და ალასანიამ იციან ჩემი პოზიცია და ამას ურევენ მართვაში", _ განაცხადა ივანიშვილმა.