"რომან ჩხენკელზე რამდენჯერმე ვუთხარი ღარიბაშვილს, რომ ამ თანამდებობაზე არ უნდა ყოფილიყო", – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
"რომან ჩხენკელს საკმაოდ დიდი თანამდებობა ეჭირა. რომან ჩხენკელზე რამდენჯერმე მაქვს ნათქვამი, რომ ეს კაცი აქ არ უნდა იყოს. ის იყო "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი აქტიური წევრი. მან გააკოტრა "ქართუ ბანკი". რამდენჯერმე მაქვს ნათქვამი, თუმცა არ გაუკეთებია რეაქცია. 7-8 თვის შემდეგ ის თვითონ მიხვდა, რომ ესე არ ვარგოდა და მიიღო გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება. ის, რომ მე გავათავისუფლე, ამის თქმის საფუძველი არ არის", – განაცხადა ივანიშვილმა.