საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი თბილისის მერის, დავით ნარმანიას საქმიანობას აფასებს და აცხადებს, რომ მან პროცესებს თავიდან ალღო ვერ აუღო.
ამის შესახებ ივანიშვილმა "იმედის" ერთერში განაცხადა.
"ნარმანია შესაბამისობაში ვერ მოვიდა თბილისის მერობასთან. თაავიდან ძალიან გაუჭირდა. მაგრამ მე მომწონს მისი მეთოდურობა და ინერტულობა.ნარმანიამ უნდა გაითვალისწინოს ქართული ხასიათი. ის თბილისელი არ არის. ამაზე ზოგიერთი თბილისელი შფოთავს და ხაზს უსვამენ", _ აღნიშნა ივანიშვილმა.
ნარმანია მაქსიმალურად ეფექტური უნდა იყოს, რომ განახორციელოს ის ფუნქციები, რაც მას ევალება. ამასთან, ივანიშვილის თქმით, მთლიანობაში ნარმანიასთან მიმართებაში არ შემცდარა.
"როდესაც ნარმანია წარვადგინე, ვთქვი, რომ კარგი მერი იქნებოდა და არ შევმცდარვარ. ის მეთოდურობა და პროფესიონალიზმი, რაც მას ახასიათებს, ვერ შეეწყო დასაწყისში თბილისის მერობას. ამავდროულად, "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობდა მისთვის საბოტაჟი მოეწყო. რაღაც ეტაპზე მას გაუჭირდა. ნარმანია მაქსიმალურად ეფექტური უნდა იყოს, რომ განახორციელოს ის ფუნქციები, რაც მას ევალება. მე მომწონს მისი მეთოდურობა და მისი ინერტულობაც, რაც წინააღმდეგობაში მოდის ქართულ ხასიათთან", _ განაცხადა ივანიშვილმა.