"მედია აბსოლუტურად თავისუფალია და არა თუ თავისუფალია, ყველაზე ძლიერი მედიასაშუალებები ოპოზიციის ხელშია".
ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედთან" ინტერვიუში განაცხადა.
"პირდაპირი მნიშვნელობით "ნაციონალური მოძრაობის" აგიტაციას ახდენს. სიცრუეა, რომ მთავრობა არის უუნარო და ცუდი… მე თუ მკითხავთ, ძალიან ეფექტური მთავრობა ჰყავს დღეს საქართველოს, მთავრობა უძლებს იმას, რომ არ აქვს არავითარი მედია. ამ ფონზე ძალიან ეფექტურად მუშაობს", – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.