"გურია ნიუსის" ინფორმაციით, წუხელ აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი დავით თამაზაშვილი და გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი გიორგი მდინარაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ:
_ არ ვადასტურებთ, _ ამ კომენტარით შემოიფარგლა ჩვენთან საუბრისას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი.