ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, C ჰეპატიტის შესახებ ცნობიერების ამაღლების შესახებ, ღონისძიება გაიმართა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ოზურგეთელმა ახალგაზრდება, რომლებსაც ოზურგეთის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მაია ქუტიძემ და ოზურგეთის ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგმა, ელზა სიმონიშვილმა, ვრცლად ისაუბრეს C ჰეპატიტის შესახებ .
აღნიშნული დაავადებით, მსოფლიოში დღეისთვის ინფიცირებულია 150 მილიონზე მეტი ადამიანი და ყოველდღიურად ხდება დამატებით ახალი დაინფიცირების 300 000 შემთხვევა. პირდაპირი მნიშვნელობით ჰეპატიტი ღვიძლის ანთებას ნიშნავს.
საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2015 წელი C ჰეპატიტთან ბრძოლის წლად ცხადდება. პროექტი, რომლის განხორციელებაც მიმდინარე წლის თებერვლიდან იგეგმება დაავადების პრევენციას, დაავადებულთა მედიკამენტებით უზრუნველყოფასა და ყველა აუცილებელი მომსახურების მაღალი ხარისხით მიწოდებას გულისხმობს.
პროგრამაში C ჰეპატიტით დაავადებული საქართველოს ყველა მოქალაქე, ასევე ყველა პატიმარი ჩაერთვება. გეგმის თანახმად სამ წელიწადში კი საქართველო C ჰეპატიტს დაამარცხებს. ამ მიზნის მისაღწევად ჯანდაცვის სამინისტრო საზოგადოებას მაქსიმალური ჩართულობისკენ მოუწოდებს.