საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის" პროგრამის ფარგლებში შშმ პირთა დასაქმების მიზნით კონკურსი გამოაცხადა.
როგორც საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, დასაქმებულები სამუშაოს შესრულებას სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ.
დასაქმებისთვის ძირითადი მოთხოვნებია: ერუდიციის მაღალი დონე; ლიტერატურასთან მუშაობის უნარ-ჩევები; კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა; ინგლისური, რუსული, ფრანგული ან გერმანული ენების ცოდნა; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; საკუთარი კომპიუტერი.
ძირითადი მოვალეობები იქნება: ლიტერატურის დამუშავება; თარგმნა; შემეცნებითი სახის სტატიებისა და ნაშრომების შემუშავება.
დაინტერესებულმა პირებმა CV და სამოტივაციო წერილი 2015 წლის 1 თებერვლამდე უნდა გაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: t.khvedeliani@msy.gov.ge