ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ, დღეს ლარის კურსთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც აღნიშნა, რომ ლარის კურსის ვარდნაით დადგა საშიშროება პროდუქტებზე ფასებმა მოიმატოს.
"ჩვენი აზრით ლარის გაუფასურებამ მიაწია იმ ზღვარს როდესაც არსებობს ინფლაციის საფრთხე, ასევე მოლოდინები ფასების ზრდასთან დაკავშირებით. ამ პროცესებით განსაკუთრებით ზარალდება მოსახლეობა რომლებსაც შემოსავალი აქვს ლარში და გადასახადები დოლარში. ჩვენ შევიმუშავეთ სამომავლო მოქმედებების გეგმა.
გამკაცრდება კონტროლი და მონეტარული პოლიტიკა, გამოყენებული იქნება ყველა მაქსიმალური ზონა რადგან მოხდეს მაკროეკონომიკური სტაბილურობა,"- განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.