"9 თებერვლამდე ვაზაგაშვილის საქმე გაიხსნება", _ ამის შესახებ ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგან მიიღო დაპირება, რომ უახლოეს 10 დღეში გამოძიება საბოლოო შედეგს დადებს.
"სამი დღის წინ შევხვდი პრემიერ-მინიტრს და მისგან მივიღე დაპირება, რომ 10 დღეში ზურაბ ვაზაგაშვილის საქმე გაიხსნება. აქედან 3 დღე უკვე გასულია", _ განაცხადა რობაქიძემ.
მისივე თქმით, 9 თებერვალს ზურა ვაზაგაშვილის დაბადების დღეა. რობაქიძემ საზოგადოებას კორტებთან მისვლისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ 9 თებერვალს 14:00 საათზე ვაზაგაშვილის მკვლელობას კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ.