საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრის, თამაზ ავდალიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
"ღრმა მწუხარებით მივიღე ცნობა საქართველოს პარლამენტის წევრის, ბატონი თამაზ ავდალიანის გარდაცვალების შესახებ.|მისი სახით მისმა ახლობლებმა და კოლეგებმა დაკარგეს გულისხმიერი მეგობარი, ქვეყანამ კი – კარგი მამულიშვილი. ამ მძიმე წუთებში, სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ ბატონი თამაზის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს", – აღნიშნულია პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.
საქართველოს პარლამენტის წევრი თამაზ ავდალიანი მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.