ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთი არღვევს მისი მეზობელი ქვეყნების, კერძოდ, უკრაინის საზღვრებს _ იუწყება ფრანგული გამოცემა Le Figaro.
„რუსეთი არღვევს მისი მეზობლების ნორმებს და საზღვრებს“, _ თქვა სტოლტენბგმა ფრანგულ გამოცემასთან.
ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, რუსეთი მხარს უჭერს სეპარატისტებს უკრაინის აღმოსავლეთში: „რუსეთმა მნიშვნელოვნად გაზარდა სეპარატისტებისთვის მძიმე იარაღის, ტანკების, რაკეტების, თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო მოწყობილობების მიწოდება, რომ არაფერი ვთქვათ, ჯარისკაცებზე“.
ამავე დროს, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ „კრიზისის სამხედრო გზით გადაწყვეტა არ შეიძლება“, ამიტომ ნატო არ აპირებს