მსოფლიოში უამრავი შადრევანია. ლამაზიც, გრანდიოზულად დიდიც და ორიგინალურიც. გემოვნებაზე არ დავობენ, თუმცა, მაინც ხუთმა მათგანმა მოიპოვა განსაკუთრებულის სტატუსი.
1. „თავდავიწყების შადრევანი“ სინგაპურში, სანტეკ სიტის კომპლექსში. ულამაზესი შადრევანი ფენშუის პრინციპებით არის აგებული. წყალი ამ შადრევანში ქვემოდან ზემოთ კი არ ამოიფრქვევა, არამედ შებრუნებით. დღეში სამჯერ შადრევანში წყალი ჩერდება, ქვემოდან ამოდის კვარცხლბეკი პატარა ფანტანუკათი და იწყებს ცეკვას. ამ დროს თუ მის შხეფს დაიჭერ, სიმდიდრე გარანტინებული გაქვს.
2. გიგანტური ონკანი – შვეიცარიაში. ვინცერტური, ქვეყანაში სიდიდით მეექვსე ქალაქი, ამაყობს ორიგინალური და უცნაური შადრევნით. ტექნოლოგიების პარკში ჰაერშია გამოკიდებული უზარმაზარი ონკანი, რომლიდანაც წყალი ჩამოედინება. საიდან ხვდება და მოდის წყალი ონკანში? მთელი გამოცანა ოპტიკური ილუზიისა „დამალულია“ სპეციალურ მილში, რომელიც კარგად არის შენიღბული წყლის ძლიერი ჭავლის შიგნით.
3. „ბრიუსელის ბიჭუნა“ – ბელგიაში. ბრიუსელში ბუთქუნა ბიჭუნას ქანდაკება დგას. მან ქალაქი გადაწვას გადაარჩინა, საკმაოდ ორიგინალური მეთოდით. ბრიუსელის მცხოვრებლებმა გადაწყვიტეს, რომ ეს მოვლენა იმსახურებდა უკვდავყოფას. ბიჭუნა ბრინჯაოსგან ჩამოასხეს, დადგეს გრან-პლასას მოედანთან.
4. „გოლიათის თავი“ – ავსტრიაში. ინსბრუკიდან 15 კილომეტრის მოშორებით, 1995 წელს სვაროვსკის კრისტალების მუზეუმი გაიხსნა. მუზეუმის შესასვლელი უზარმაზარი გოლიათის თავია, რომელსაც თვალების ადგილას დიდი, მწვანე კრისტალები უზის, ხოლო პირიდან ჩანჩქერი იღვრება. მუზეუმში, ანუ „თავში“, სვაროვსკის კრისტალებისა და ნაკეთობების შთამბეჭდავი გამოფენაა.
5. „ტრევი“ – იტალიაში. რომში ულამაზესი, ბაროკოს სტილის შადრევანი მეთვრამეტე საუკუნეში ააგეს. დღეს ეს შადრევანი მარადიული ქალაქის სავიზიტო ბარათია. გადაღებულია უამრავ ფილმში. ფელინი ამ შადრევნის გარეშე ფილმს არ იღებდა. ტურისტი, რომელიც შადრევანში მონეტას არ ჩააგდებს, რომში ვერასოდეს დაბრუნდება.