გავრცელებული ინფორმაციით, იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
ჩვენი წყაროს მტკიცებით მეფარიშვილის გათავისუფლება მის პოლიციურ წარსულს უკავშირდება.
აღნიშნულ ინფორმაციას "გურია ნიუსთან" საუბრისას არც პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში ადასტურებენ და არც მეფარიშვილის.
ჩვენ მეფარიშვილთან დაკავშირებასაც შევეცადეთ, თუმცა, იმერეთის გუბერნატორმა სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
ზაზა მეფარიშვილი იმერეთის გუბერნატორად 2013წლის 13 დეკემბერს დაინიშნა.
მისი სამუშაო გამოცდილება ასეთია:
2013 წლის დეკემბრიდან სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი იმერეთში;
2013 _ შსს სუს დასავლეთის რეგიონალური მთავარი სამმართველოს უფროსი;
2006-2013 წლებში _ ს.ს "საქართველოს ბანკში" პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
2006 _ შპს "ალზა"-ს ფინანსური მენეჯერი;
2004-2006 წლებში _ ფინანსური პოლიცია, სამმართველოს უფროსის მოადგილე, შემდგომში საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
1995-2004 წლებში _ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე და განყოფილების უფროსად;
1994-1995 წლებში _ ქ. მოსკოვში შპს "ფავორიტი"-ს ფინანსური მენეჯერის პოზიცია;
1986-1991 წლებში _ ქ. ქუთაისის აბრეშუმკომბინატი, სხვადასხვა პოზიციებზე;
1987-1988 წლებში _ სტუდენტური პრაქტიკა ქ. ქუთაისის #35 საზ. კვების გაერთიანებაში.