როგორც ცნობილია, ოჯახში თბილ ატმოსფეროს ქალი ქმნის. ამიტომ მეტად მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ როგორ მოვახერხოთ კონფლიქტების თავიდან აცილება, მათი რბილად და დელიკატურად გადაწყვეტა.
გთავაზობთ რამდენიმე რჩევას.
უმჯობესია შეარჩიოთ დრო, როდის იქნება ქმარი სასაუბროდ მზად. ყველაზე კარგი დრო სადილის ან ვახშმის შემდეგაა. მეუღლე წინასწარ გააფრთხილეთ, რომ მასთან სალაპარაკო გაქვთ. შესაფერისი დროის გამონახვა მან მოიფიქროს.
კამათისთვის არამარტო დრო, ასევე ადგილიც შეარჩიეთ. სხვების წინაშე ოჯახური პრობლემების გამომზეურება და საკუთარი ძალების დემონსტრირება მიზანშეწონილი არ არის. ეს ფსიქოლოგის კაბინეტში შეგიძლიათ. იკამათეთ მაშინ, როდესაც მარტო იქნებით.
კამათის დროს შეარჩიეთ კონსტრუქციული არგუმენტები. ეცადეთ, ტაქტიკურად, ხმის აუმაღლებლად და პირად შეურაცხყოფაზე გადასვლის გარეშე, ქმარს აუხსნათ, თუ რაში მდგომარეობს მისი შეცდომა.
არ გამოიყენოთ სიტყვები: ლაჩარი, არამზადა, ეგოისტი, გარეწარი, ტირანი.
არ შეეხოთ მის ფიზიკურ ნაკლს, მის უიღბლო სასიყვარულო წარსულს. შეგიძლიათ მის ინტელექტუალურ დონეზე ბევრი რამ თქვათ (სულერთია, ის მაინც ღრმადაა დარწმუნებული, რომ თქვენზე ორასჯერ უფრო ჭკვიანია!), მაგრამ თუ მის მამაკაცურ ღირსებას დააკნინებთ, ამას მთელი ცხოვრება დაიმახსოვრებს.
გახსოვდეთ, როდესაც ოჯახში პრობლემაა, ამაში ბრალეული ორივე მხარეა. ამიტომ ქმარს – ტირანად და თავს დაზარალებულად ნუ ჩათვლით.
დათმეთ ამბიციები და კომპრომისზე წასვლა ისწავლეთ. ყვირილითა და ცრემლებით სიმართლეს ვერ დაამტკიცებთ. დათმობა ნამდვილად ღირს, როდესაც რაღაც წვრილმანის გამო კამათობთ.
ისწავლეთ გულდასმით მოსმენა. მამაკაცები ამას აფასებენ.
ემოციები მართეთ და ზომიერების ფარგლებს არასდროს გადასცდეთ, თუ არ გსურთ, ჩიხში მოხვდეთ, საიდანაც გამოსვლა საკმაოდ რთული იქნება.