ბრიტანეთის მკვიდრი ტესი კრისტიანი უკვე 40 წელია ნაოჭების შიშით ღიმილის გარეშე ცხოვრობს. ამ ინფორმაციას გამოცემა „The Daily Mail“-ი ავრცელებს.
50 წლის ტესის განცხადებით, კანის დაბერებასთან ბრძოლის ეს მეთოდი მას გაცილებით ბუნებრივად მიაჩნია ვიდრე ბოტოქსის ინექციების გამოყენება. ბრიტანელის თქმით, 40 წლის მანძილზე მას თავისი წესები არ დაურღვევია და თავისი გოგონას დაბადების შემდეგაც კი არ გაუღიმია.
ტესის აზრით თავისი ანტისიბერის პროგრამის პირველი შედეგები 40 წლის ასაკში შეამჩნია, როდესაც ყურადღება მიაქცია იმ ფაქტს, რომ საკუთარი კანი მისი ასაკის სხვა ქალების კანზე ახალგაზრდულად გამოიყურებოდა.
მამაკაცს, რომელსაც კრისტიანი ხვდება, სულაც არ აღელვებს მისი გაუღიმარი იმიჯი, ხოლო მეგობრებმა მას "მონა ლიზა“ შეარქვეს. მათი განცხადებით, საღამოებზე ქალბატონი თავისი „ქვის“ გამომეტყველებით გარშემომყოფების შეშფოთებას იწვევს.
ფსიქოლოგების აზრით, ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის ღიმილი აუცილებელია, რადგან ღიმილისას სახის კუნთების მოძრაობის შედეგად ენდორფინის „ბედნიერების ჰორმონები“) გამოყოფა ხდება.
გეგმავს თუ არა ტესი კრისტიანი თავისი სარეკორდო შედეგის დარეგისტრირებას და გინესის რეკორდსმენის წოდების მოპოვებას, ამის თაობაზე გამოცემა არაფერს უწყება.