ხვალიდან ამინდები გაუარესდება – ამის შესახებ "გურია ნიუსს" ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, დედაქალაქში თოვლი მოსალოდნელი არ არის.
"ზოგადად, თებერვალში 1 გრადუსით მოიმატებს ტემპერატურა. მომდევნო ორი დღის განმავლობაში უნდა ველოდოთ ამინდის გაუარესებას. როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია მცირე ნალექი წვიმის სახით ხოლო მაღალმთიან რეგიონებში თოვლის სახით. რაც შეეხება დედაქალაქს, აქ მხოლოდ ტემპერატურის ვარდნა დაფიქსირდება და თოვლი არ არის მოსალოდნელი", _ განაცხადა სვეტლანა ნიორაძემ.