შამპანურზე რომანტიკული სასმლის მოძებნა ძნელია. საინტერესოა, მაინც რატომ მოიპოვა ამ სასმელმა ექსკლუზიური უფლება – „უთამადოს“ ყველანაირ დღესასწაულს და ყველაზე ელიტური წვეულებების საპატიო სტუმარი იყოს.
დაუწერელი კანონით, შამპანური ცივი უნდა მიირთვათ და თითქმის მაშინვე, როგორც კი ქაფი „დაჯდება“. 6-10 წუთის შემდეგ შამპანური თავისი მთავარი ღირსებების დიდ ნაწილს კარგავს.
მავთულს, რომელიც შამპანურის საცობს აკავებს, „მიუზლე“ ჰქვია და მისი სტანდარტული სიგრძე, ყოველთვის არის 52 სანტიმეტრი.
შამპანურის საცობის გამოვარდნის სიჩქარეა 14 მეტრი წუთში, ხოლო ფრენის სიმაღლე 12 მეტრამდე აღწევს.
შამპანურის ყველაზე ძვირად ღირებული ბოთლი მსოფლიოში 11 000 დოლარად გაიყიდა და ის „პერინიონის“ სახლმა ჩამოასხა.
შამპანური ყველაზე სწრაფად ცივდება ანადუღარ წყალში. მისი იდეალური ტემპერატურა 7-დან 9 გრადუსამდეა.
ნამდვილი, ანუ არაფალსიფიცირებული შამპანურის შხეფები ბოკალში 10 საათის განმავლობაში უნდა „სკდებოდეს“.
საფრანგეთში შამპანურს სახელი ერთმა ქვრივმა – მადამ კლიკომ გაუთქვა. შუშხუნა სასმელი ამ ქალმა ნაპოლეონის ეპოქის ჰიტად აქცია.
შამპანურის ბოთლში წნევა ერთ კვადრატულ სანტიმეტრზე 6,3 კილოგრამია, რაც თითქმის სამჯერ უფრო მეტია, ვიდრე ავტომობილის საბურავში.
ყურძენს, რომლისგანაც შამპანური უნდა დამზადდეს, დროზე ადრე კრეფენ, სანამ მასში შაქრის შემცველობა დაბალია, მჟავიანობა კი – მაღალი.
მხოლოდ ახალი წლის ღამეს, მსოფლიოში 435 მილიონი ბოთლი შამპანური ისმევა. წმიდა ვალენტინის დღეს – 180 მილიონი.
შამპანურის დალევა პომადით შეღებილი ტუჩებით რეკომენდებული არ არის, რადგან პომადის შემადგენლობაში შედის ნივთიერება, რომელიც შამპანურის გემოსა და ხარისხს აქვეითებს.
სამწუხარო ფაქტია ის, რომ შამპანურით თრობას ყველაზე საშინელი ნაბახუსევი მოსდევს.