"გურია ნიუსის" ინფორმაციით, 2015 წლის მარტში, ქალაქ ოზურგეთის "მეგობრობის" სტადიონს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსგან 5000 სკამი გადაეცემა.
"მარტის ბოლოსთვის განახლდება ტრიბუნები, 5000 სკამს „მერცხალს" სამინისტრო გადასცემს. მანამდე კი ოზურგეთის ცენტრალურმა სტადიონმა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსგან საჩუქარად "მინი რაიდერი", მწვანე საფარის სპეციალური საკრეჭი მანქანა მიიღო". _ გვითხრეს ქალაქ ოზურგეთის მერიის პრესსამსახურში.