რეჟისორი გოგა ხაინდრავა ბიძინა ივანიშვილის პროექტის "9+1"-ის რეჟისორი არ იქნება და ივანიშვილს პროექტთან შეხება საერთოდ არ აქვს.
მისივე თქმით, ის რეჟისორი იქნება ტელეკომპანია GDS-ის პროექტის, რომელსაც შემხებლობა ბიძინა ივანიშვილის პროექტთან არ აქვს, თუმცა მისი ფილმის თემატიკაც "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდი იქნება.
"ეს პროექტი არანაირ კავშირში დოკუმენტურ ფილმების სერიასთან, რომელზეც ბიძინა ივანიშვილი საუბრობდა, არ არის. GDS-ისგან მივიღე წინადადება მრავალსერიანი პოლიტიკურ-მხატვრული ფილმის გადაღების შესახებ. ასეთი სერიალები მსოფლიოში ძალიან არის გავრცელებული. ჩვენ გადავიღებთ "ნაციონალური მოძრაობის" 10 წლიან პერიოდს, რომელიც მოიცავს ყველა ჟანრს – დრამას, ტრაგედიას, აბსურდს, დეტექტივს, გროტესკს, ეროტიკას და ა.შ. ეს პროექტი დაახლოებით 3-წლიანი იქნება და მასში მსახიობები დასაქმდებიან", _ აღნიშნა ხაინდრავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერმა 9+1 პროექტის შესახებ "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში 28 იანვარს განაცხადა.