"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ირმა ნადირაშვილის ინფორმაციით, ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებულ 11 პირზე ციხეში შურისძიება იგეგმება.
"ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია ხელისუფლების მხრიდან კიდევ ერთი სადამსჯელო ოპერაციის მზადების შესახებ. კერძოდ, გლდანის მერვე პენიტენციალური დაწესებულების პატიმრებს შორის ვრცელდება ინფორმაცია, რომ მას შემდეგ, რაც ხვალ კორტების საქმეზე 11 დაკავებულს სასამართლო აღკვეთის ღონისძიებად შეუფარდებს პატიმრობას, რაც წინასწარ გადაწყვეტილია, პატიმრებს, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც სამართალდამცავებს, ქურდულ სამყაროსთან დაპირისპირებულებს, ეკუთვნით პატიმრობა მატროსოვზე, კარანტინის გასავლელად მიიყვანენ სწორად გლდანის ციხეში, სადაც გაატარებენ კორპუსებს შორის, რა დროსაც კრიმინალებმა უნდა , ასე ვთქვათ, იყარონ ჯავრი პოლიციელებზე, რაც გამოიხატება ლანძღვა გინებასა და ხმაურში, ფსიქოლოგიურ ზემოქმედებაში, რაც უნდა იქნას გადაღებული, რათა ეს ყველაფერი ანახონ ბიძინა ივანიშვილს. მოვითხოვთ, შესაბამისმა ორგანოებმა გადაამოწმონ ეს ინფორმაცია და დადასტურების შემთხვევაში გაატარონ შესაბამისი ზომები", _ წერს ნადირაშვილი სოციალურ ქსელში.