თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, მიწისქვეშა გადასასვლელების დაბინძურებისთვის, მოქალაქეებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, ჯარიმა დაეკისრებათ.
უფრო კონკრეტულად კი, ნარმანიას განმარტებით, ზოგიერთ საზოგადოებრივ ადგილას, ასევე მიწისქვეშა გადასასვლელებში სხვადასხვა სახის პლაკატებისა და საინფორმაციო მასალების განთავსება გამოიწვევს პირველ შემთხვევაში 50-ლარიან ჯარიმას, ხოლო განმეორების შემთხვევაში 500-ლარიან ჯარიმას.
ნარმანიას განმარტებით, ჯარიმა უფრო დიდია კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებზე ასეთი განცხადების განთავსების შემთხვევაში, კერძოდ, პირი პირველ შემთხვევაში 1 000-ლარიანი ჯარიმით, ხოლო განმეორების შემთხვევაში, 2 000 ლარით დაჯარიმდება.