ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა.
მისივე თქმით, რამდენიმე ტროტუარზე ამ თვალსაზრისით ძალიან მძიმე მდგომარეობა აღმოჩნდა, ფეხით მოსიარულეების სივრცე თითქმის აღარ რჩება. ამიტომაც, მიიღეს გადაწყვეტილება და დღევანდელ მთავრობის სხდომაზე გავა საკითხი, რომელიც ითვალისწინებს თბილისში 210 პარკირების ადგილის გაუქმებას ტროტუარებზე.
ავტომანქანების პარკირება ტროტუარებზე აიკრძალება ისეთ ადგილებში, სადაც 3 მეტრზე ნაკლები მანძილია და ასეთ ადგილებში ავტომანქანების პარკირების ნიშნები მოიხსნება.