თბილისის საქალაქო სასამართლო ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირებისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს.
პარალელურად სასამართლოს ეზოში აქცია მიმდინარეობს, რომელიც ვაზაგაშვილების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა მას შემდეგ გამართეს, რაც მათ სასამართლო დარბაზში შესვლის და პროცესზე დასწრების შესაძლებლობა არ მიეცათ.
აქციაზე იმყოფება ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძეც.
"იმ შემთხვევაში, თუ გირაოთი ვინმე გამოვიდა, სასამართლოს უნდობლობა უნდა გამოვუცხადოთ", _ განაცხადა რობაქიძე.
სასამართლოში მისული არის გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველიც, რომელიც სასამართლოს მხრიდან დაკავებული პირებისთვის პატიმრბის შეფარდებას ითხოვს.