ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულ ირაკლი ფირცხალავას განცხადებით, ხუბულოვი ინფორმატორი არ ყოფილა, ის ვაჟკაცურად შეეწირა ამ ბიჭებს.
ამის შესახებ ფირცხალავამ დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა და აღნიშნა, რომ პროკურატურის მთელ სტრუქტურას ურჩევნია "ის ორი გარდაცვლილი", რომელიც სპეცოპერაციას შეეწირა.
"მთელმა თბილისმა იცის, რომ ხუბულოვს სოდ-სთვის არაფერი უთქვამს და ჩემი ძმა მე თვითონ დავაკავე. მან მოიხადა მოსახდელი და ახლა ღირსეული მოქალაქე და მამაა. მთელს სტრუქტურას ის ორი გარდაცვლილი მირჩევნია, ვაჟკაცურად შეეწირნენ ამ ბიჭებს. ხუბულოვი ვაჟკაცი ბიჭი იყო", _ განაცხადა ფირცხალავამ.
პროკურატურის ვერსიით, ალექსანდრე ხუბულოვის ინფორმაციის საფუძველზე ირაკლი ფირცხალავას ძმა ნარკოდანაშაულის დააკავეს და სპეცოპერაციის დროს ირაკლი ფირცხალავამ ამის გამო შური იძია.
2006 წლის 2 მაისის სპეცოპერაციის დროს ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობის საქმეზე კრიმინალური პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა და კიდევ 10 პირია დაკავებული. ერთს კი, ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.