აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მედეა ვასაძემ ქართული ოცნება დატოვა.
ფრაქციის დატოვების მიზეზებზე ჯერჯერობით ვასაზე არ საუბრობს, მაგრამ კულუარებიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ მიზეზი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, ავთანდილ ბერიძესთან მომხდარი უთანხმოებაა. თუმცა, თავად ვასაძე ამას უარყოფს.
"დამატებით ინფორმაციას, თუ რა პროცესების გამო დავტოვე კოალიცია, ორ დღეში გავასაჯაროებ."- აღნიშნა ვასაძემ.
მედეა ვასაძე აჭარის უმაღლეს საბჭოში ერთ-ერთ გავლენიან ფიგურად, სკანდალურ პირად ითვლება. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიმართ არაერთხელ იყო პრეტენზია უფლებების დარღვევის გამო. რამდენიმე საქმე კი დღემდე სასამართლო გარჩევის საგანია.